Tuesday, September 13, 2016

ქართველი ფასილიტატორების სასწავლო ტური ბერლინში, U18 - ახალგაზრდულ არჩევნებზე დასწრება

7-10 სექტემბერს  დელეგაცია საქართველოდან ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდულ არჩევნების მიმდინარეობას და შეჯამებას დაესწრო.

ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რეგიონული კოორდინატორები,  უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად ეწვია ბერლინის სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებს, გაეცნო ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას. დაესწრო U18 არჩევნების შედეგების შეფასებას, არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლების მიერ პარტიების პროგრამების პრიორიტეტების წარდგენას. გერმანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს მათი გამოცდილება ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების კუთხით.

ვიზიტი დაეხმარება პროექტის ქართველო მონაწილეებს უჯეთ განახორციელონ ახალგაზრდული არჩევნები საქართველოში.