პროექტის ფარგლებში 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ათ დღის განმავლობაში საქართველოს 6 რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნები ჩატარა .
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2945-მა მოსწავლემ,
მათ შორის:
1477 (50,15%) გოგონა და 1468 (49,85%) ვაჟი.
არჩევნებში მონაწილეობდა 6-დან 17 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები. მონაწილეთა ასაკობრივი ჩაშლა იხილეთ სქემაზე:
იმიტირებული ახალგაზრდული
არჩევნების შედეგები - საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობების
მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება რეალური საპარლამენტო არჩევნების შედეგებისაგან. განსხვავების
მთავარი მიზეზია ფაქტი, რომ მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები
ანონიმურად (სუბიქტის სახელის მითითების გარეშე).
სუბიექტების ანონიმურობა დაცული იყო ხმის მიცემის დროსაც. შესაბამისად - ერთადერთი
კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი - საარჩევნო სუბიექტების
პროგრამებია.