Tuesday, October 18, 2016

პროექტის "მეტი შგევიძლია" - U18  მეთოდით  ახალგაზრდული არჩევნების  ორგანიზების პროექტის განსახორციელებლად სიქამ ითანამშრომლა საქართველოს რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტის განხორციელებაში ჩაერთო ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, „ათინათი“, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ასოციაცია „ბილიკი“. ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს 6 რეგიონის 25 სკოლაში, 6 არასამთავრობო ორგანიზაციასა და დემოკრატიული ჩართულობის ხუთ ცენტრში ჩატარდა  ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნები, რომელში 3 000-დე  ექვსიდან ჩვიდმეტ  წლამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული არჩევნების ორგანიზებამდე სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეები გაეცვნენ 6 საარჩევნო სუბიექტის პროგრამებს (ანონიმური პროგრამები დაეფუძნა  რეალური პარტიების საარჩევნო პროგრამებს), მოსწავლეებმა ჯგუფებში განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები, იმსჯელეს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მოაწყვეს დებატები.  იმიტირებული არჩევნების კომისიი


ს წევრები უფროსკლასელი მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს სახალისო საარჩევნო ყუთები, მოაწყვეს ხმის მისაცემი კაბინები, მოუწოდეს თანატოლებს აქტიურად ჩართულიყვნენ იმიტირებულ ახალგაზრდულ არჩევნებში. საარჩევნო პუნქტებში გამოიკრა ყველა საარჩევნო სუბიექტის პროგრამა, რათა ახალგაზრდებს უშუალოდ ხმის მიცემის წინ მისცემოდათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ  გაეხსენებინათ სუბიქტების პროგრამები და მათ ანალიზის საფუძველზე გაეკეთებინათ არჩევანი. ქ. რუსთავში, გორში და კასპში 1 ოქტომბერს ორგანიზებულ ახალგაზრდულ იმიტირებულ არჩევნებს აკვირდებოდა პროექტის ხელმძღვანელი გერმანიიდან რომან ელსნერი.

No comments:

Post a Comment