Friday, July 22, 2016

გერმანელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრები ქართველი ფასილიტატორებთან

პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონის პედაგოგები და რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ ორდღიან სამუშაო შეხვედრებს, სადაც გაეცვნენ U18 მეთოდიკას, პროგრამის მიმდინარეობას გერმანიასა და უკრაინაში.
5-6 ივლისს ტრენინგი ჩატარდა ქ. თბილისიში, რომელსაც დაესწრო ქ. რუსთავის, თბილისისა და გორის 15 პედაგოგი, 7-8 ივლისს - ქუთაისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებს დაესწრნენ პედაგოგები იმერეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ ფასილიტატორები გერმანიიდან რომან ელსნერი და დომინიკ ელგნერი და პროექტის კოორდინატორი უკრაინიდან ლუდმილა პარაშენკო.
ვორკშოპის მონაწილეები დაინტერესდნენ ახალი პროგრამით U18, იმუშავეს პროგრამის საქართველოს რეალობაზე მორგებისა და განხორციელების შესაძლებლობაზე.




პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა თბილისში

25-27 აპრილს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ  უმასპინძლა უცხოელ პარტნიორებს პროექტის „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“ მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: 
- რომან ელსნერმა და ირინა ბუხარკინამ - არასამთავრობო ორგანიზაცია გერმანულ-რუსული გაცვლა DRA, ქ. ბერლინი, გერმანია;
- ლუდმილა პარაშენკომ, არასამთავრობო ორგანიზაცია Agency of Educational Policy Development, ქ. კიევი, უკრაინა;
- მაქსიმ ივანცოვმა , არასამთავრობო ინიციატივა School Projects , ქ. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;
- ინგა პაიჭაძემ , სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.
შეხვედრაზე დეტალურად დაიგეგმა პროექტის "მეტი შეგიძლია" რომლის განხორციელება მიმდინარე წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე იგეგმება,
პროექტის ორგანიზატორები შეხვდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენელს ნინო გვარამაძეს. დაისახა ფორუმთან პროექტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.