U18 ორგანიზების საკითხები

რას ნიშნავს „U18“ და რა არის პროექტის მიზანი?
„U18” – ეს არის 18 წლამდე ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები.
პროექტის მიზანი: დაეხმაროს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი და არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გაიგონ დემოკრატიის მექანიზმის - არჩევნების- საფუძველი , იმიტირებული არჩევნებისა და ხმის მიცემის პროცესის საშუალებით, შეასწავლოს მათ პარტიული და წინასაარჩევნო პროგრამების განსხვავებები, ყურადღებით შეაფასონ პოლიტიკოსების დაპირებები და პრაქტიკაში დაინახონ საარჩევნო უბნების მუშაობა.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა პროექტში „U18“
საბავშვო და ახალგაზრდული არჩევნები შეიძლება მოეწყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც არიან აქტიური და არაგულგრილი მოქალაქეები. ამ საიტზე ფორმის შევსების ან პროექტის კოორდინატორთან დაკავშირების  შემდეგ,  პროექტში თავისუფლად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ან პიროვნებას. სწორედ ასე იქმნება  „U18“  პროექტის ეროვნული ქსელი.
ვის აქვს „U18“ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება  ?

ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი. არჩევნებში მონაწილეობისათვის  არ დგინდება  მინიმიმალური ასაკის ზღვარი.
ხმის მისაცემად მათ უნდა მოინახულონ ვებ-საიტი და აირჩიონ საარჩევნო პუნქტი თავიანთ სკოლაში  (თუკი ასეთი არსებობს.)

ვინ არიან  „U18“-ის ორგანიზატორები?

U18“ საქართველოში ინიცირებულია ორგანიზაციის „სიქა - საგანმანათლებლო  ინიციატივების ქართული ასოციაცია“ მიერ  და ხორციელდება U18 ქსელში. ქსელში გაერთიანებულია რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და   საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მხარს უჭერებ   „U18“ იდეებს.  ყველა რეგიონში ან დასახლებულ პუნქტში შესაძლოა იყვნენ ადგილობრივი ორგანიზატორები, რომლებიც უერთდებიან  „U18“-ის ეროვნულ ქსელს.

არის ქვედა ასაკობრივი ზღვარი ამ პროექტში ხმის მისაცემად?

კი და არა.  „U18“ წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პროექტს. ჩვენ გვსურს ახალგაზრდა ადამიანების გაერთიანება და მათი დაახლოება პოლიტიკასთან და არჩევნებთან. ამავდროულად, ჩვენ გვსურს საზოგადოების ინფორმირება იმისი შესახებ, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ ხმის მიცემის უფლება და მათი ხმა უნდა იყოს მოსმენილი. გვსურს დავამტკიცოთ, რომ ახალგაზრდებს ძალუძთ ამ ხმის გამართულად ფორმულირება, თუკი ისინი იღებენ საკმაო ცოდნას სამოქალაქო განათლებაში. თუმცა, ჩვენ არ განვიხილავთ განსაზღვრულ ასაკს, როცა ბავშვებს შეუძლიათ ხმის მიცემა. ამ პროექტით ჩვენ გვსურს მთელ ქვეყანაში გამოცდილების შეგროვება და ამ თემის განხილვა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

როგორ ფინანსდება  „U18“?


U18“ -ის მხარდაჭერა ხდება პროექტის  მონაწილე ორგანიზაციების  მიერ , სამოქალაქო საზოგადოების მოხალისეობრივი აქტივობებით. U18“-ს არ აქვს  სახელმწიფო და პოლიტიკური დაფინანსება.  სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს გახდნენ „საარჩევნო უბნები“ , ახდენენ საკუთარი რესურსების მობილიზებას U18“ -ის რეალიზაციისათვის.


სად შეიძლება განთავსდეს საარჩევნო უბანი?

ყველგან, სადაც არის ახალგაზრდობა: სკოლებში, ახალგაზრდული კლუბებში, ბავშვებისა და ახალგაზრდობის გასართობ ცენტრებში, ბიბლიოთეკებში ან ქუჩებსა და მოედნებზე მობილური საარჩევნი უბნის სახით. U18“ პროექტის  მკაცრი  პარტიული და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო, პარტიებსა და მათ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ თავიანთ ცენტრებში გახსნან საარჩევნო უბნები.

რა უნდა გავაკეთოთ რომ გავხსნათ საარჩევნო უბანი?

დასაწყისისათვის საჭიროა ეროვნულ კოორდინატორთან განცხადების წარდგენით დაარეგისტრიროთ თქვენი საარჩევნო უბანი. არჩევნების ჩასატარებლად საჭირო სხვადასხვა დოკუმენტების ჩამოტვირთვა, შესაძლებელი  იქნება ჩვენს საიტიდან. არჩევენების დღეს საინფორმაციო მასალები თვალსაჩინოებისათვის გამოფენილი უნდა იყოს საარჩევნო უბანზე. ამის გარდა, საჭირო იქნება ურნები, ხმის მისაცემი კაბინები და საარჩევნო ბიულეტენები.  ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ.

როგორ შეიძლება შევიტყო, არის თუ არა საარჩევნო უბანი ჩემს რაიონში?

არჩევენების წინა პერიოდში ამ საიტზე და საარჩევნო უბნების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება იმ დარეგისტრირებული საარჩევნო უბნების სია, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლებს  ექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა .
კითხვები „U18“ საარჩევნო უბანზე არჩევნების მოსამზადებლად

რა დოკუმენტებს იღებს  საარჩევნო  უბანი „U18“ ქსელისაგან?

კოორდინატორები ამზადებენ და საიტზე აქვეყნებენ საარჩევნო დოკუმენტაციის სრულ პაკეტს:
  • ახალგაზრდულ საკითხებზე  პარტიული პროგრამების ძირითადი დებულებების მიმოხილვა -  (სინოპსისი) ;
  • ბროშურა „არჩევნების შესახებ“;
  • არჩევნების წესები;
  • დოკუმენტები არჩევნების შედეგების შეფასებისათვის;
  • საარჩევნო ბიულეტენების ნიმუშები;
სად შეგვიძლია მივიღოთ ხმის მისაცემი ურნები და კაბინები?

U18“ პროექტის მიერ არ ხდება საარჩევნო უბნების მომარაგება ხმის მისაცემი კაბინებითა და ურნებით. საჭიროა გამოვიყენოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალი ურნებისა და კაბინების დასამზადებლად.  „U18“ არჩევენების დასრულების შემდეგ შესაძლებელია მოვაწყოთ კონკურსი ყველაზე ლამაზი საარჩევნო ურნის გამოსავლენად.  ასევე შესაძლებელია მიმართოთ საარჩევნო კომისიას და ითხოვოთ  ურნები U18 არჩევნების დღისათვის.


No comments:

Post a Comment