U18 აღწერა

U18  : არჩევნები  ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის

სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 2016 წლიდან საქართველოში ახორციელებს პროგრამას Under 18 (U18)
Under 18 (U18)  პროგრამა მიმართულია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.  პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში. 
პროგრამის მიზანია:  დაეხმაროს ახალგაზრდებს გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები და კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია და ყურადღებით შეაფასონ საარჩევნო სუბიექტების    დაპირებები, ასწავლის რა მათ დაინახონ განსხვავებები პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში;  
შედეგად ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებლად მოიძიონ პასუხები არჩევნებთან   დაკავშირებულ კითხვებზე და  მომავალში აქტიურად  იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
U18  პირველად ჩატარდა 1996 წელს ბერლინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. დღეისათვის ეს არის გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოლიტიკური განათლების პროგრამა ბავშვებისა და  ახალგაზრდებისათვის , პროგრამა სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს ევროკავშირის და პოსტსაბჭოთა  ქვეყნებშიც. 
პროგრამა U18 ტარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა  და საპარლამენტო  არჩევნების, ასევე ევროპული არჩევენების დროს.  ბავშვები და ახალგაზრდები მონაწილეობენ სპეციალურად ორგანიზებულ იმიტირებულ არჩევნებში. ხმის მიცემა ხდება მხოლოდ რამდენიმე შეცვლილი პირობით, მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს „ნამდვილ არჩევნებამდე“  7-9 დღის განმავლობაში .  
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  18 წლამდე ყველა ეროვნების ბავშვებსა და ახალგაზრდებს. თუკი  U18 არჩევნებში დასაწყისში მონაწილეობა მიიღო 40-მა ბავშვმა, 2013 წელს „საარჩევნო უბნებში“ მოვიდა 198 365 ნორჩი ამომრჩეველი!!!    ტარდება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და  შედეგების ანალიზი და ხდება მათი გამოქვეყნება.
დეტალურად U18 -ის შესახებ იხილეთ საიტზე  www.u18.org

No comments:

Post a Comment