ახალგაზრდებმა განიხილეს 4 საარჩევნო სუბიექტის ანონიმური პროგრამები. მიმოიხილეს მათთვის პრიორიტეტული საკითხები თითოეულ პროგრამაში და ანალიზის, მსჯელობისა და დებატების საფუძველზე გააკეთეს გააზრებული არჩევანი კანდიდატებს შორის.
2018 წლის 15-25 ოქტომბრის პერიოდში სკოლებში ჩატარდა იმიტირებული არჩევნები, მოსწავლეებმა თავად დაამზადეს კრეატიული საარჩევნო ყუთები, მოაწყვეს ორიგინალური საარჩევნო კაბინები, შეიქმნა საარჩევნო კომისია და რეალური არჩევნების ინსტრუქტაჟის შესაბამისად ჩატარდა ახალგაზრდული არჩევნები.
![]() |
Add caption |
მთლიანად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 14 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოენობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონსა და თბილისში, აქტიურობით გამოირჩეოდა იმერეთიც.
პროექტის მონაწილეთა 13% დაწყებით კლასების მოსწავლეები გახლდათ, 36% 10-15 წლის ასაკისა, ხოლო არჩევნების მონაწილეთა უმეტესობას - 49% უფროსკლასელები შეადგენდნენ.
No comments:
Post a Comment